“მთავარ მიზანს, რომ ჩვენი დისკრედიტაცია მოეხდინათ, ეპოვათ რაიმე დანაშაული, ვერ მიაღწიეს, ამიტომ არის, რომ ეს სპეკტაკლი 3 წელი იწელება. აქედან გამომდინარე, ნებისმიერი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნას მიღებული, ჩემთვის არ არის მნიშვნელოვანი. მთავარია, რომ ვერ გაგვტეხეს, ვერ შეგვაშინეს და ვერც გადაწყვეტილებით შეგვაშინებენ. ბრძოლა გაგრძელდება, ამ ქვეყანას აქვს დიდი მომავალი.

ყველამ ძალიან კარგად იცით, რომ არათუ ფულის გათეთრება, არანაირი დარღვევა ამ საქმეში არ ყოფილა. აქ სხვა რამესთან გვაქვს საქმე”

ცნობისთვის, დღეს 16 დეკემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოში გაიმართება დასკვნითი სხდომა მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის ბრალდების საქმესთან დაკავშირებით. ხაზარაძეს და ჯაფარიძეს ბრალი ედებათ უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება, ხოლო ავთანდილ წერეთელს უკანონო შემოსავლების ლეგალიზებაში დახმარებას ედავებიან.