“საქართველოს მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა უკრაინის პრეზიდენტისოფისის ხელმძღვანელის მრჩეველმა. ალექსეი არესტოვიჩი თვლის, რომ საქართველოს ხელისუფლება სააკაშვილს ნელი სიკვდილით კლავს.

პოლიტიკური თვალსაზრისით, საქართველოს ხელისუფლებას სააკაშვილი არ უნდა, მისი ეშინიათ, მიაჩნიათ თავიანთ მტრად…. მიხეილ სააკაშვილი ძალიან მასშტაბური და რთული პიროვნებაა. მისი გაკრიტიკება უწყვეტად შეიძლება, შეიძლება უწყვეტად აღფრთოვანებაც და ორივე შემთხვევაში საფუძველი არსებობს.

ახლა ჩნდება კითხვა: ასეთ ფიგურას რა უნდა გაუკეთო? ის თავად ჩავიდა საქართველოში და საკუთარი ნებით ჩაუვარდა ხელში ხელისუფლებას. ახლა ის ციხეშია. მისი მოკვლის ეშინიათ, გაშვებისაც ეშინიათ, ამიტომ გადაწყვიტეს, ნელი სიკვდილით მოკლან. მერე იტყვიან: ასე მოხდაო, ასაკია, სიბერეა, ავადმყოფობა, ნერვები, თვითონ მიიყვანა თავი ამ მდგომარეობამდე. იმის დამტკიცება, რომ “მოვკალით”, სამედიცინო დახმარება არ გავუწიეთ, ძალიან რთულია. სააკაშვილი ისეთი მასშტაბის ფიგურაა, რომ საქართველოს ხელისუფლებაში მყოფ ყველა ადამიანს გადაწონის. არ ვიცი, რისი გაკეთება შეუძლია უკრაინას. რამე რომ გავაკეთოთ, მერე იტყვიან, რომ სუვერენული ქვეყნის საქმეებში ვერევით. არ ვიცი, შეუძლია თუ არა ამ სიტუაციაში რაიმეს გაკეთება პრეზიდენტ ზელენსკის, ეს მისი გადასაწყვეტია… მე ჩავერეოდი და შევთავაზებდი საქართველოს მთავრობას, რომ სააკაშვილი მესამე ქვეყანას გადასცენ, ავსტრიას მაგალითად, სადაც იმკურნალებდა. იმიტომ რომ, არა მგონია, საქართველოს მთავრობას უნდოდეს, რომ მთელმა მსოფლიომ ისინი ყოფილი პრეზიდენტის მკვლელობაში დაადანაშაულოს.
თუ ის ციხეში მოკვდება, საქართველოს ხელისუფლება ამას ვერასდროს ჩამოირეცხავს, როგორი მტკიცებულებებიც არ უნდა წარმოადგინოს. ამ ლაქას ვერასდროს მოიშორებენ”.

ასე ეხმაურება, საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხელ სააკაშვილის მდგომარეობას უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველი, ოლექსეი არესტოვიჩი.