“გაერთიანებული ოპოზიცია არჩევნებზე გაანალიზებული შეცდომებით, შეგნებული გამოცდილებით და ზუსტად დასახული მომავლის გეგმებით მიდის” – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გრიგოლ ვაშაძემ აქციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
„8 წელიწადი, თითქმის 3 ათასი დღე, 70 ათასი საათი ვითმინეთ საქართველოში ახლად დაწესებული ბატონყმობა. ხომ ამოგივიდათ ყელში? 31 ოქტომბერს ხომ გადავაგდებთ ამ ბატონყმობას? ხომ დავუბრუნებთ საქართველოს მომავალს, ჩვენს შვილებს პერსპექტივას, ნორმალურ სკოლებს, ჯანდაცვას, მედიცინას, იმ პატივისცემას, რომელიც ჩვენს სამშობლოს ჰქონდა და რომელიც ასე უაზროდ გაფლანგა ამ ვითომ ხელისუფლებამ. ერთი თხოვნა მაქვს, გაერთიანებული ოპოზიცია 31 ოქტომბერს მიდის ამ არჩევნებზე გაანალიზებული შეცდომებით, შეგნებული გამოცდილებით და ზუსტად დასახული მომავლის გეგმებით“,-განაცხადა ვაშაძემ.