გაეროს გენერალურმა ასამბელამ მიიღო რეზოლუცია “აგრესია უკრაინის წინააღმდეგ” და მოუწოდა რუსეთს, შეწყვიტოს უკრაინაში საბრძოლო მოქმედებები და გაიყვანოს ჯარები, მათ შორის ყირიმიდან და დონბასიდან.
რეზოლუციას მხარი 141-მა ქვეყანამ დაუჭირა, წინააღმდეგი იყო 5, თავი შეიკავა 34-მა. მოწინააღმდეგე ქვეყნებს შორის იყო ბელარუსიც.
ვოლოდიმირ ზელენსკიმ რეზოლუციის მხარდაჭერისთვის ყველა ქვეყანას მადლობა გადაუხადა.
“დიდად ვაფასებ გაეროს გენერალური ასამბლეის მიერ რეზოლუციის ხმათა უპრეცედენტო უმრავლესობით დამტკიცებას მკაცრი მოთხოვნით, რომ დაუყოვნებლივ შეჩერდეს რუსეთის მოღალატეობრივი თავდასხმა უკრაინაზე. მადლობელი ვარ ყველასი, ყველა ქვეყნის, ვინც მხარი დაუჭირა ამას. თქვენ ისტორიის სწორი მხარე აირჩიეთ”, – წერს უკრაინის პრეზიდენტი ტვიტერზე.