გაეროს გენერალურმა ასამბლეამ ადამიანის უფლებათა საბჭოში რუსეთის შემცვლელად ჩეხეთი აირჩია

გაეროს გენერალურმა ასამბლეამ ადამიანის უფლებათა საბჭოში რუსეთის შემცვლელად ჩეხეთი აირჩია – ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.  აღნიშნულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით გამართულ კენჭისყრას მხარი  157 წევრმა დაუჭირა, 23-მა კი თავი შეიკავა.

ჩეხეთის რესპუბლიკის ვადა სამშაბათს, 17 მაისს იწყება და 2023 წლის 31 დეკემბერს იწურება.

აღსანიშნავია, რომ ჩეხეთის რესპუბლიკა ერთადერთი კანდიდატი იყო.

7 აპრილს ასამბლეამ შეერთებული შტატების მიერ ინიცირებული რეზოლუცია დაამტკიცა, რომლის მიხედვითაც უკრაინაში შეჭრის და ჩადენილი ქმედებების გამო ადამიანის უფლებათა საბჭოში რუსეთს წევრობა შეუჩერდა.