გაეროს გენერალური მდივანი, ანტონიო გუტიერეში მოუწოდებს იმ ქვეყნებს, რომლებსაც კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინების ზედმეტი დოზა აქვთ გაუნაწილონ ქვეყნებს რომლებსაც ვაქცინა არ გააჩნიათ. ამის შესახებ ანტონიო გუტიერეშმა მიუნხენის საერთაშორისო კონფერენციაზე განაცხადა.
“თუ ჩვენ მხოლოდ განვითარებულ ქვეყნებში ჩავატარებთ ვაქცინაციას და არ მივხედავთ განვითარებად ქვეყნებს, ვირუსი მუტაციას განიცდის და უფრო მდგრადი გახდება ვაქცინების მიმართ. ეს კი ისევ იმ განვითარებულ ქვეყნებს მიუბრუნდება ცუდად, რომლებმაც ასე იზრუნეს თავიანთი ხალხის აცრაზე. ჩვენ ვხედავთ დადებით სიგნალებს და ზოგიერთი ქვეყნის მზადყოფნას, რომ ვაქცინების ზედმეტი დოზები სხვებს გაუზიარონ, მაგრამ ეს საკმარისი არ არის. სიტუაცია ქაოტურია”, – განაცხადა ანტონიო გუტიერეშმა