გაეროში საქართველოს ელჩად დავით ბაქრაძე დაინიშნა

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა გაეროში საქართველოს დავით ბაქრაძე დანიშნა. ინფორმაციას ორგანიზაციაში საქართველოს ყოფილი ელჩი, კახა იმნაძე “ტვიტერზე” ავრცელებს და ბაქრაძეს მომავალ საქმიანობაში წარმატებებს უსურვებს.

“ყველა ოფიციალური წარდგინება, რაც კი ელჩებთან დაკავშირებით პრეზიდენტთან შევიდა, დაკმაყოფილებულია და პრეზიდენტის მხრიდან შეფერხება არ ყოფილა”, – ციტირებს მაუწყებელი პრეზიდენტის ადმინისტრაციას.

დავით ბაქრაძე 2016 წლის დეკემბრიდან იყო ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი. მინიჭებული აქვს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის დიპლომატიური რანგი. 2022 წლის აპრილში ის ამ თანამდებობაზე საგარეო საქმეთა ყოფილმა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა შეცვალა.

კახა იმნაძე საქმიანობას კანადაში გააგრძელებს.