გავანადგურეთ მტრის სამეთაურო პუნქტი და 67 რაშისტი – სამხრეთის სარდლობა

უკრაინის ოპერატიული სარდლობა “სამხრეთი” ავრცელებს, რომ გაანადგურეს ოკუპანტების სამეთაურო პუნქტი და 67 რუსი ჯარისკაცი.

სარდლობის ცნობით, სიტუაცია სამხრეთის მიმართულებით დინამიური და დაძაბულია, მტერი კი აგრძელებს რეზერვების დაგროვებასა და თავდაცვის ხაზების აღჭურვას ხერსონის რეგიონში.

მათივე განმარტებით, ოკუპანტმა გამოიყენა Mi-8 ვერტმფრენები, რითაც დაზვერა უკრაინის შეიარაღებული ძალების პოზიციები და შეტევა სცადა.

“სარაკეტო და საარტილერიო ნაწილების შემაკავებელი მოქმედებების დროს, ავიაციასთან თანამშრომლობით, მტერმა დაკარგა 67 რაშისტი, ექვსი T-62 ტანკი, 2 ზალპური ცეცხლის გამშვები “გრადი”, სარაკეტო გამშვები, 3 Msta-C თვითმავალი ჰაუბიცა, 3 ერთეული ჯავშანტექნიკა და 13 მანქანა. 

ასევე განადგურდა უპილოტო სადაზვერვო თვითმფრინავების მართვის ცენტრი და მტრის ერთ-ერთი ქვედანაყოფის სამეთაურო პუნქტი”,– აცხადებს სარდლობა.