გავანადგურეთ რუსეთის ორი ტანკი და რამდენიმე სატვირთო მანქანა – უკრაიანა

უკრაინის გაერთიანებული ძალების ოპერატიული შტამის ცნობით, განადგურდა რუსეთის ფედერაციის ორი ტანკი და რამდენიმე სატვირთო მანქანა.

“გაერთიანებული ძალები ღირსეულად უპასუხებენ რუსეთის ფედერაციის შეიარაღებულ ძალებს. სამხედრო ნაწილები თავიანთ პოზიციებზე დგანან. შეინარჩუნეთ სიმშვიდე და დაუჯერეთ უკრაინელ მცველებს. ერთად გავიმარჯვოთ! დიდება უკრაინას!”

გარდა ამისა, დღეს უკრაინის სამხედრო ძალებმა დონბასში, სამხედრო მოქმედებების ზონაში რუსეთის 5 თვითმფრინავი და 1 ვერტმფრენი ჩამოაგდეს.