“ჩვენ დღესვე მივმართავთ ჩვენს ადვოკატებს და გავასაჩივრებთ უზენაესში. ეს არის გრძელი გზა და დარწმუნებული ვარ, რომ უზენაესში დაგვხვდება ის ადამიანი, ის მოსამართლე, რომელიც იყო ბიძინა ივანიშვილის ადვოკატი, ბატონი თადუმაძე, რომელიც იყო გენერალური პროკურორი, რომელმაც დაიწყო პროცესი ჩვენს წინააღმდეგ და ახლა მივდივართ მოსამართლესთან, ბატონ თადუმაძესთან, რომელმაც თითქოს სამართლიანობა უნდა გამოიტანოს. ეს არის აბსურდის თეატრი, ქვეყანა და ასე ვერ გაგრძელდება, მაგრამ ვპირდები თითოეულ მოქალაქეს, რომ ბრძოლა არ გაჩერდება ერთი წამით. ეს ბრძოლა არ არის მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის. ეს არის სამართლიანობისთვის ბრძოლა, ბრძოლა, რომ ამ ქვეყანაში ესე ცხოვრება არ გავაგრძელოთ და გავაგრძელოთ წარმატებული ქვეყნის მშენებლობა. […] ის, რაზეც ჩვენ პირველმა ინსტანციამ და დღეს უკვე სააპელაციომ დაადასტურა, ეს არის სამართლებრივი აბსურდი. გვედავებიან იმ საქმეზე, რომელზეც განხილვა არ ყოფილა და რომელზეც პროკურატურას ჯერ კიდევ 4 წლის წინ წერილობით აქვს დადასტურებული, რომ ამ საქმესთან დაკავშირებით მათ პრეტენზია არ გააჩნიათ. აბსოლუტური ნონსენსია, რომ ბრალდება წაგვიყენა მოსამართლემ და არა პროკურატურამ, მსგავსი რამე არსად არ წერია, რომ ბრალი წაგიყენოს მოსამართლემ, რომელზეც პროკურატურა არ გედავება. დღეს ბიძინა ივანიშვილის მონებმა ეს გაიმეორეს თუთიყუშივით. ვერც პირველმა და ვერც მეორე ინსტანციამ ვერც კი თქვა, რომ ფულის გათეთრება არ ყოფილა და ჩვენ ვართ მართლები. ის, რომ მე ახლა თქვენ წინაშე ვდგავარ და 4 წელია მიმდინარეობს ეს საქმე და საპყრობილეში არ ვართ, ნიშნავს, რომ ფულის გათეთრება არსებობს”

ამის შესახებ სააპელაციოს გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ ლელოს ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.