„ჩვენ ვართ „ახალი“, „გირჩი“, „დროა“, ჩვენი ნომერია ოთხი და ჩვენ ვაპირებთ, რომ შევთავაზოთ საქართველოს მოსახლეობასაც და „ქართულ ოცნებასაც“ ჩვენი დღის წესრიგი. კობახიძის სისულელეზე პასუხის გაცემა ნიშნავს, რომ მივყვეთ მის, „ქართული ოცნების“ და ბიძინა ივანიშვილის დღის წესრიგს. ეს არც ჩვენ გვჭირდება, არც ჩვენ ქვეყანას და არც ქართველ ხალხს. საერთოდ გავეშვათ ამ ადამიანებზე ლაპარაკს და მივხედოთ ჩვენს საქმეს, ჩვენ 27 ოქტომბერს უნდა ვცხოვრობდეთ უკვე ახალ ქვეყანაში“,

ასე გამოეხმაურა „კოალიცია ცვლილებებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა გვარამია პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის მიერ გაკეთებულ განცხადებას იმის შესახებ, რომ „ოპოზიციაში აქტიურად მსჯელობენ იმგვარი სცენარის ხელოვნურად განვითარებაზე, რომელსაც საზოგადოების მღელვარება შეიძლება მოჰყვეს“.