თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატის მიხეილ რამიშვილის განცხადებით, საგამოძიებო უწყებაში დღეს გარკვეულ ჩვენებებს გაეცნენ, რამაც საქმეში კიდევ უფრო მეტი კითვის ნიშნები გააჩინა.
რამიშვილმა ასევე დრონის კადრებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ კადრები უკვე მოსულია, თუმცა ის ძალიან დიდი მოცულობისაა, მისი გადმოწერა უნდა მოხდეს, რათა დეტალურად შეისწავლონ.
„გავეცანით გარკვეულ ჩვენებებს, გარკვეული პიროვნებების ჩვენებები წავიკითხეთ, რამაც კიდევ უფრო მეტი კითხვის ნიშნები გააჩინა იქიდან გამომდინარე, რომ რაღაც ვერსიებმა კიდევ უფრო იმატა. მაგალითებზე გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე ვერ ვილაპარაკებ. სატელეფონო ზარებთან დაკავშირებით ჯერ არ არის პასუხი მოსული, მაგრამ ჩემდა საბედნიეროდ დრონის მასალა მოსულია, მაგრამ ძალიან დიდი მოცულობის არის და ახლა უნდა მოხდეს გადმოწერა, რომ შემდეგ დიდ ეკრანზე დეტალურად გავეცნოთ“, – განაცხადა რამიშვილმა.ა.