მოძრაობა “სირცხვილიას” ერთ-ერთი ორგანიზატორი, გიგა მაქარაშვილი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს თვალთვალში ამხელს და აცხადებს, რომ ის კიევის მიმართულებით მიფრინავს ხოლო თვითმფრინავში იმყოფება სუს-ის თანამშრომელიც, რომელიც მის ადგილზე ყოფნას ამოწმებს.
”ჩავალაგე ჩანთა, ჩავედი ავტობუსის გაჩერებასთან და ატყდა ფაციფუცი
ჩამოხტა შკოდიდან ყოჩაღი შავი დუტის ჟილეტიანი ბიჭი და ამომყვა #37 ავტობუსში
იყურება აქეთ-იქით, მგონი პირველადაა საერთოდ ავტობუსში. მოადგა კონტროლიორი, ბილეთი აიღეო, ამან მეტრომანის მაგივრად ჩუმად დააძრო სუსის საბუთი და კონტროლიორიც უმალ გაეცალა
მოველი აეროპორტში, გავდივარ რეგისტარციას, დამტრიალებენ თავს, მიღებენ ფოტოებს…გავიარე პასპორტ კონტროლი და აგე, ის შავჟილეტიანიც მომყვება თურმე
აღარაა კიევში მიშა, გორში გყავთ გამოკეტილი და თან ცივა კიევში თქვე უღმერთოებო, გაიყინება ჟილეტში ეს საწყალი
სუსის კაცო, რადგან შერიგება აკერია ყველას პირზე, მაიტა რო ჩავფრინდებით გასასვლელში ჩემს საკუბოვე ლურჯ პალტოს გათხოვებ. ოღონდ უნდა დამიბრუნო, თორემ მოგივარდები და დაგარბევ”- წერს მაქარაშვილი.