ირაკლი ღარიბაშვილი ქუთაისის მერობის კანდიდატზე. ხატია დეკანოიძეზე ამბობს, რომ მას “წარმოდგენა არ აქვს, რა ხდება ქუთაისში”.
“გავლით არის ნამყოფი ქუთაისში და არავითარი კავშირი, ბმა ქუთაისთან და ქუთაისელებთან არ გააჩნია. გასაგებია, რაც მიიღო – ეს იყო სააკაშვილის ეფექტი, დროებითი. ვნახეთ, რომ სააკაშვილის გენიალურად დაგეგმილი ავანტიურა როგორ დასრულდა – ციხეში ამოყო თავი და დიდხანს იქნება პატიმარი სააკაშვილი ციხეში. არავინ არის ამის გამომშვები არ იქნება”,– ამბობს ღარიბაშვილი.
მისივე განცხადებით, ქუთაისში დეკანოიძის წარმომადგენლები მოსახლეობას არწმუნებენ, რომ სააკაშვილს ციხიდან გამოუშვებენ.