”გავმაზეთ ისტორიული შანსი.

უკრაინამ და მოლდოვამ მიიღეს წევრობის კანდიდატის სტატუსი, საქართველომ – ვერ.

თუ ფიქრობთ რომ ეს ვინმე სხვისი ბრალია გარდა იმ ერთი ადამიანისა რომელიც 10 წელია აკონტროლებს აქ ყველაფერს – სულელი ხართ.

თუ ფიქრობთ რომ ეს შემთხვევით გამოუვიდა და იტოვებთ თუნდაც 0.00000000001% შანსს რომ გამოასწორებს და დაღმასვლა აღარ იქნება – სულელი ხართ/

ივანიშვილის ოლიგარქია და ამ ქვეყნის მომავალი დასავლეთთან, თავისუფალ სამყაროში – შეუთავსებელია.

ეს გვითხრა ევროპამ..

ხვალ, 20.00 საათზე რუსთაველზე.”

ამის შესახებ, გირჩი-მეტი თავისუფლების ლიდერი, ზურა ჯაფარიძე სოციალურ ქსელში წერს.