რუსი დეპუტატი სერგეი გავრილოვი პროპაგანდისტი ვლადიმერ პოზნერის თბილისში ვიზიტს და შემდგომ აქციას ეხმიანება და ამბობს, რომ ეს “პოლიტიკური დემარშია”.
“შემთხვევა პოზნერთან – სერიოზული პოლიტიკური დემარშია. მისი ფიგურა შემთხვევით არ შეურჩევიათ, რადგან ის რუსეთში ფართოდ არის ცნობილი, პოპულარულია ინტელიგენციაში. ეს გათვითცნობიერებული პროვოკაციაა, რომელიც ურტყამს საქართველოს იმიჯს, როგორც სტუმართმოყვარე ქვეყანას, რომელშიც სტუმრის უსაფრთხოება მნიშვნელოვანი უნდა იყოს. ეს რადიკალური ოპოზიციის მცდელობაა აჩვენონ ყველა ტურისტს, რომ საქართველოში ჩასვლა არ შეიძლება. ეს გააზრებული “გასროლაა ორივე ფეხში”, რათა შესუსტდეს ეკონომიკა”, – ამბობს გავრილოვი Tass–თან ინტერვიუში.
მისივე თქმით, პოზნერის ვიზიტი მოწმობს იმ ფაქტს, რომ რომ საქართველოს მოსახლეობას, სამოქალაქო საზოგადოებას და “რაციონალურად მოაზროვნე” ხელმძღვანელობას რუსეთთან კარგი ურთიერთობის აღდგენა სურს.
“თუმცა აგრესიული, რადიკალური უმცირესობა, რომელიც არის დასავლური წრეების ინსტრუმენტი, ხელისუფლებას აშანტაჟებს, აწყობს პროვოკაციებს იმისათვის, რომ საქართველოსა და რუსეთს შორის ურთიერთობები არ აღდგეს”, – თქვა სერგეი გავრილოვმა.
ცნობისთვის, ვლადიმირ პოზნერი და მისი მეგობრები თბილისში გუშინ დღის აღსანიშნავად ჩამოვიდნენ, თუმცა საზოგადოების პროტესტის გამო მათ ვადაზე ადრე მოსკოვში დაბრუნება მოუწიათ.