გავრცელებული ინფორმაციით, ვლადიმერ პოზნერი საქართველოს ტოვებს და მისთვის ჩარტერული რეისი დილის 6 საათზე ჩაინიშნა. პოზნერის დაგეგმილზე ადრე გამგზავრება, თბილისში განვითარებულს მოვლენებს უკავშირდება. ის საქართველოში გაჩერებას 3 აპრილამდე გეგმავდა.
დაახლოებით 1 საათის წინ, ვლადიმერ პოზნერმა, რუსულ მედიას განუცხადა რომ არ იცოდა როდის დატოვებდა თბილის თუმცა შესაძლოა დაგეგმილზე ადრე გაფრენილიყო, მის უსაფრთხოებას კი პოლიცია იცავდა.
“დღეის მდგომარეობით, არ ვიცი, როდის გავფრინდებით, შეიძლება, ეს უფრო ადრეც მოხდეს. ამჟამად სასტუმროში ვიმყოფები. უსაფრთხოდ ვარ“, – განაცხადა პოზნერმა რუსულ მედიასთან საუბარში.
რუსი პროპაგანდისტი საქართველოში 50–მდე მეგობართან ერთად დაბადების დღის ასაღნიშნად ჩამოვიდა. ისინი რესტორან “რუმსში” ჩერდებოდნენ თუმცა სავახშმოდ “ვინოტელში” გადაინაცვლეს, სადაც აქტივისტებმა აქცია გამართეს. შრომის ინსპექციამ როგოროც სასტუმროს სტუმრები, ისე სასტუმრო, დააჯარიმა. პოზნერი და მისი მეგობრები პოლიციამ კორდონის დახმარებით გაიყვანა.