ორშაბათი, 20 მაისი , 2024, 15:03

გავრცელებული ინფორმაციით, ბათუმის მერი სამსახურებრივი ავტომობილით ავარიაში მოყვა

ბათუმის მერი, არჩილ ჩიქოვანი, სამსახურებრივი ავტომობილით ავარიაში მოყვა. შესაბამის ინფორმაციას, ადგილობრივი მედია, “აჭარა თაიმსი” ავრცელებს.

ამ წუთებში ბარათაშვილის ქუჩაზე პოლიციელები იმყოფებიან და საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. შემთხვევა იმ დროს მოხდა, როდესაც არჩილ ჩიქოვანი საცხოვრებელი სახლიდან გამოდიოდა.

როგორც გამოცემას, წყარო შემთხვევის ადგილიდან უყვება, ავარიის შემდეგ მანქანას, რომელსაც არჩილ ჩიქოვანი იყენებს, კვალის არევის მიზნით, სანომრე ნიშნები მოხსნეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროში  აცხადებენ, რომ მომხდარ ფაქტზე ადმინისტრაციული სამართალწარმოება დაიწყო.

აქვე შეგახსენებთ, რომ  აღნიშნული ავტომობილი არჩილ ჩიქოვანმა “სანდასუფთავების სამსახურის”  ბიუჯეტით იყიდა, რასაც თავის დროზე კრიტიკა მოჰყვა.