„ტვ პირველის“ ინფორმაციით, რიყის პარკში არასრულწლოვანი, 16 წლის ბიჭი ღია თხრილში ჩავარდა და დაიღუპა. მედია ამბობს, რომ მის გადარჩენას მეგობრები ცდილობდნენ, თუმცა ბიჭის ამოყვანა ვერ შეძლეს. თხრილი, სავარაუდოდ, წყლით იყო სავსე.
გამაფრთხილებელი ნიშნები და უსაფრთხოების ზომები არ იყო მონიშნული.
შემთხვევა 25 იანვარს მოხდა.
„რიყის დოქების“ მიმდებარე ტერიტორია ყვითელი ლენტითაა შემოსაზღვრული.
შსს-მ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.