“რუსეთი ღია ბრძოლაში ვერ დაგვამარცხებს. ჩვენი ქალაქების კრიმინალური დაბომბვით ვერ შეგვაშინებს.
გამარჯვებისთვის გვჭირდება დახმარება – დახურული ცა და იარაღი. ჩვენ დავიცავთ საკუთარ თავს და თქვენ. ჩვენ არ გვეშინია რუსების. ისინი გარბიან და ასობით ტყვედ ჩავარდა.

იარაღის გარდა, ყოველდღიურად დგება საკითხი ზოგადი სტაბილურობის შესახებ. ჩვენ გვჭირდება რესურსები ჩვენი ჯარის შესამოსად, ჩვენი ხალხის გამოსაკვებად. დანგრეულის სწრაფად აღსადგენად.
თქვენ უნდა გაზარდოთ ზეწოლა რუსეთზე და ყველაზე, ვინც ფულს იღებს მოსკოვში, რადგან ისინი ომს მოგიტანენ თქვენს სახლებში.

სამყარო შეიცვალა. ძალიან სწრაფად უნდა მიიღოთ გადაწყვეტილებები. ევროპაში ხომ ომი მიდის. კრემლმა შესაძლოა ახალი ცეცხლი დაანთოს.

ჩვენ მაინც ვიბრძოლებთ და გავიმარჯვებთ. უკრაინელი ხალხი წინააღმდეგობას გაუწევს. მაგრამ თქვენი დახმარება გადაარჩენს სიცოცხლეს. მათ შორის – თქვენი შვილების და ნათესავების სიცოცხლეს. ომის ყოველ დღე ათეულობით მშვიდობიანი მოქალაქის სიკვდილს ნიშნავს. ევროპელებო, მადლობა ყველას ვინც უკვე გვეხმარება.

ყველას მოვუწოდებ, აჩვენეთ, რომ თავისუფალ სამყაროს არ ეშინია ბუნკერში დამალული ერთი ტირანის”

წერს უკრაინის თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი.