გირჩი–მეტი თავისუფლების ლიდერს, ზურაბ ჯაფარიძეს არ ესმის, რატომ გრძელდება შეზღუდვები, თუ მან გაზაფხულზე შედეგი არ გამოიღო. მისთვის ასევე გაუგებარია, თუ შეზღუდვები ეფექტიანი იყო, “რატომ გვაქვს ეს რიცხვები”.
“თუ სწორად მართეს ყველაფერი გაზაფხულზე, როცა იძახდნენ, გმირები ვართო და ყველაზე მაგრები ვართო, მაშინ რატომ გვაქვს ის რიცხვები, რა რიცხვებიც ახლა გვაქვს. და თუ მაშინ იმან არ იმუშავა, ამ შეზღუდვებს ახლა რა შინაარსი აქვს, ხო გაუგებარია. თუ იმუშავა შეზღუდვებმა, რატომ ვართ ახლა ამ დღეში, თუ არ იმუშავა, ხელახლა რატომ ვაგრძელებთ ამ საგიჟეთს, რაც მოწყობილი გვაქვს ქვეყანაში. სინამდვილეში ადამიანები განწირული გვაყვს შიმშილით სიკვდილისთვის”, – თქვა ზურაბ ჯაფარიძემ.
დღეს საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 2 316 ახალი შემთხვევა დადასტურდა, დამატებით 382 პირი გამოჯანმრთელდა, ხოლო 18 პაციენტი გარდაიცვალა.
ბოლო მონაცემებით ქვეყანაში:
- კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევაა – 232 079
- გამოჯანმრთელებულია – 222 787
- გარდაცვლილია – 2 646
- ბოლო 24 საათში ჩატარებული კვლევა ტესტით – 14 511, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 9 300 PCR ტესტით – 5 211
- კარანტინის რეჟიმში – 377
- სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 4 012
- კლინიკურ სასტუმროში მყოფი პირები – 763