ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი და ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში, ჯოზეფ ბორელი აცხადებს, რომ გაზაფხულზე რუსეთი, სავარაუდოდ, ახალ ფართომასშტაბიან შეტევას შეეცდება.
“Leopard-ის ტანკების უკრაინისთვის გადაცემა პოლიტიკური გადაწყვეტილებაა. მიწოდება არ დამტკიცდა, ძირითადად, გერმანიის თავშეკავების გამო, თუმცა უკრაინის შეიარაღებულ ძალებს ეს აღჭურვილობა ესაჭიროებათ რუსეთის ახალი შეტევისგან დასაცავად”, – თქვა ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა.
ბორელი მხარს უჭერს უკრაინისთვის ტანკების მიწოდებას. მისი თქმით, წინააღმდეგ შემთხვევაში, ომი მომავალ გაზაფხულამდე გაგრძელდება, როდესაც რუსეთი, სავარაუდოდ, ახალი შეტევის დაწყებას შეეცდება.