გამოცემა Newsweek–ის ცნობით, მათ ხელში ჩაუვარდათ 17 და 21 მარტით, ასევე 12 აპრილით დათარიღებული ელ.წერილიები, რომლებშიც უკრაინის ომში ბირთვული იარაღის პოტენციური გამოყენებაა განხილული. კერძოდ, 17 მარტის წერილში ნათქვამია, რომ მიუხედავად იმისა, რომ უკრაინასთან კონფლიქტი “სადღაც ლოგიკისა და საღი აზრის მიღმა იყო”, არსებობდა იმედი, რომ “არ იქნებოდა ჩადენილი აშკარა სისულელე” – ბირთვული იარაღის გამოყენება.
რუსი გენერლები და “ეფესბეს“ ოფიცრები შეხვედრებს მართავდნენ პუტინის მონაწილეობის გარეშე და გამოთვამდნენ მოსაზრებებს, რომ ასეთი ნაბიჯი რუსეთის დამარცხებას ნიშნავდა როგორც მოწინააღმდეგეების, ისე ნეიტრალური ქვეყნების თვალში. ასევე განიხილავდნენ ასეთი გადაწყვეტილების დაბლოკვის განზრახვას, თუ პუტინი მაინც გასცემდა მსგავს ბრძანებას–წერს გამოცემა.