გაზით გაგუდვის ინსცენირება – ლაგოდეხში კაცმა ყოფილი ცოლი მოკლა

მთავარი არხის ინფორმაციით, ლაგოდეხში 35 წლამდე ქალის გარდაცვალების ფაქტზე მისი ყოფილი მეუღლე დააკავეს.

არსებული ინფორმაციით, კაცმა ქალის მკვლელობის შემდეგ სახლში გაზქურა მოშვებული დატოვა და გაზით გაგუდვის ინსცენირება სცადა, თუმცა დღეს იგი პოლიციამ დააკავა.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლით დაიწყო, რაც ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობას გულისხმობს.