”გაზპრომბანკის” ვიცე-პრეზიდენტი იგორ ვოლობუევი უკრაინაში გაიქცა და თავდაცვის ძალებში გაერთიანებას გეგმავს.The Insider-ისთვის მიცემულ ინტერვიში, იგორ ვოლობუევმა განაცხადა, რომ ის სუმის ოლქში, ქალაქ ოხტირკაში, დაიბადა და უკრაინაში სამშობლოს დასაცავად დაბრუნდა.
„რუსეთში ვეღარ გავჩერდებოდი. მე ეროვნებით უკრაინელი ვარ, ახტირკაში დავიბადე, შორიდან ვეღარ დავაკვირდებოდი რასაც რუსეთი ჩემს სამშობლოში სჩადის. ჩემი უკრაინაში დაბრუნება მონანიებას ჰგავს, მინდა ჩემი რუსული წარსული ჩამოვიბანო და დავრჩე უკრაინაში მანამ სანამ არ გაიმარჯვებს“. – განაცხადა ვოლობუევმა.
მან აღნიშნა, რომ 2004 წლიდან სურდა უკრაინაში დაბრუნება, მაგრამ ეს ოჯახური მიზეზების გამო ვერ შეძლო.
ვოლობუევმა უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიას სამხედრო დანაშაული უწოდა.
„ეს არის დანაშაული პუტინის, რუსეთის მთავრობის და, ფაქტობრივად, რუსი ხალხის მხრიდან. იმიტომ რომ აქ პუტინი არ კლავს უკრაინელებს, პუტინი არ იპარავს ტუალეტის თასებს, პუტინი არ აუპატიურებს ქალებს. ეს რუსი ხალხია. მე, მიუხედავად იმისა რომ ეროვნებით უკრაინელი ვარ, ამაზე პასუხისმგებლობა მეკისრება. ამის მრცხვენია, ამას მთელი ცხოვრება ვნანობ, რადგან ორმაგი პასუხისმგებლობა მაკისრია – უბრალოდ რუსი არ ვარ. მე აქ დავიბადე, 18 წელი ვიცხოვრე.“, – ამბობს ვოლობუევი.
იგორ ვოლობუევმა ასევე აღნიშნა, რომ ”გაზპრომბანკის” ყოფილი ვიცე-პრეზიდენტის ვლადისლავ ავაევისა და მისი ოჯახის გარდაცვალებაზე. მედია რუსეთის ფედერაციის საგამოძიებო კომიტეტზე დაყრდნობით წერს, რომ ტოპ-მენეჯერმა ცოლ-შვილი მოკლა, შემდეგ კი თავი მოიკლა. ვოლობუევის თქმით, ინციდენტი დადგმულია და ეს თვითმკვლელობა არ ყოფილა.
„მინდა განვმარტო – ის არ იყო უბრალოდ ვიცე-პრეზიდენტი, ის იყო პირველი პრეზიდენტი, ერთი თანამდებობით. არ ვიცი რა ქნა, არც ვიცნობდი და არც მსმენია მის შესახებ. მე ასევე ვიცი, რომ მისი სავარაუდო თვითმკვლელობის დროს ის იყო ”გაზპრომბანკის” ამჟამინდელი პირველი ვიცე პრეზიდენტი. არ მჯერა, რომ მას შეეძლო ცოლ-შვილის მოკვლა, მე ვფიქრობ, რომ ეს არის დადგმა. რატომ? ძნელი სათქმელია. შესაძლოა მან რაღაც იცოდა და საფრთხეს წარმოადგენდა, ”- დასძინა ვოლობუევმა.
ცნობისთვის, რუსეთის დედაქალაქ მოსკოვში გაზპრომბანკის 51 წლის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი ვლადისლავ ავაევი, მისი 47 წლის მეუღლე ელენა და 13 წლის ქალიშვილი მარია ბინაში მოკლული იპოვეს.