კომპანია თბილისი ენერჯის ცნობით, გაზსადენის დაზიანების გამო, 20 იანვარს, 06:30 საათიდან გლდანის რაიონში გაზმომარაგება ავარიულად 3300 აბონენტს შეუწყდა.
მათივე ცნობით, გაზმომარაგების აღდგენა 10:00 საათიდან დაიწყო და 16:00 საათამდე დასრულდება.
“გაზმომარაგება შეუწყდათ: გლდანის III მ/რ-ში მდებარე საცხოვრებელი კორპ. 1, 2, 3, 4, 4ა, 5, 6, 7, 7ა, 8, 9, 10, 10ა, 11, 12, 13, 13ა, 68ა, 68ბ, 69, 70, 71, 72, 73, 74, 75, 76, 77, 85-ში, ასევე III-ა მ/რ-ში მდებარე საცხოვრებელი კორპ. 3, 3ა-ში მცხოვრებ მოსახლეობასა და აღნიშნულ ტერიტორიაზე განთავსებულ მცირე კომერციულ ობიექტებს.
ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტის გამო.გთხოვთ ყურადღებით იყოთ და არ დატოვოთ გაზის ონკანები ღია მდგომარეობაში.თუ იგრძენით გაზის სუნი დარეკეთ მითითებულ ნომრებზე:
ცხელი ხაზი: +995 32 2404004
სწრაფი რეაგირების სამსახური 114” – ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.















