ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრის, თინა ბოკუჩავას განცხადებით, პარტიის ლიდერები, აკაკი მინაშვილი და კობა ნაყოფია ამ წუთებში, გათავისუფლებისთვის მისაღებ ფორმაზე კონსულტაციისთვის ნიკა მელიას ციხეში ხვდებიან.
“შესულები არიან ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარესთან, რათა გაიარონ კონსულტაციები იმასთან დაკავშირებით, თუ რა იქნება პარტიისთვის მისაღები ფორმა მისი გათავისუფლების საკითხის ირგვლივ, უმთავრესად იმისთვის, რომ პარტიისთვის შესაძლებელი გახდეს ამ დოკუმენტზე ხელმოწერა.ეს მნიშვნელოვანი დოკუმენტია და ძალიან გვინდა, რომ მასზე ხელმოწერები იყოს, მათ შორის, ყველაზე მსხვილი ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლების, მაგრამ ეს უნდა მოხდეს იმ პრინციპული პოზიციების დაცვით, რაც გვქონდა. სწორედ ამაზე მიდის საუბარი ჩემს კოლეგებსა და პარტიის თავმჯდომარეს შორის”, – თქვა თინა ბოკუჩავამ ჟურნალისტებტან საუბრისას.