გათავისუფლების ბევრი ფორმა არსებობს, პროკურატურას გირაოს გარეშეც შეუძლია დევნა შეწყვიტოს – ომბუდსმენი ნიკა მელიას სანახავად მივიდა

“პროკურატურას გირაოს გარეშეც შეუძლია დევნა შეწყვიტოს”- სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია რუსთავის მე 12-ე დაწესებულებაში მივიდა და ნიკა მელიას ხვდება. ომბუდსმენის განცხადებით, გირაოს გარდა არაერთი გზა არსებობს მის გასათავისუფლებლად. ლომჯარია ასევე აცხადებს, რომ საქართველოს პროკურატურას შეუძლია ნიკა მელიაზე გირაოს გარეშე დევნა შეწყვიტოს. ამ საკითხებთან დაკავშირებით ის ამ წუთებში ნიკა მელიას ხვდება და განიხილავენ გათავისუფლების მისაღებ ფორმაზე.

”ვაპირებ მელიას ნახვას, მაინტერესებს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა, მისი გათავისუფლების გზებზე ვესაუბრები. ძალიან ბევრი ფორმით შეიძლება,იყოს  გათავისუფლებული ნიკა მელია, პროკრატურას გირაოს გარეშეც შეუძლია, დევნაც შეწყვიტოს, ბევრი ვარიანტი არსებობს და მათზე ვესაუბრები მელიას” – განაცხადა შესვლის წინ ნინო ლომჯარიამ.

ცოტახნისწინ, ენმ-ის ერთ-ერთმა ლიდერმა, აკაკი მინაშვილმა და კობა ნაყოფიამ, პარტიის თავჯდომარის პოზიცია ჟურნალისტებთან გააჟღერეს. მათი თქმით, ნიკა მელია გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლების კატეგორიული წინააღმდეგია.