გათავისუფლების შესახებ მედიის საშუალებით გავიგეთ – ასე ეხმაურება, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური ლუკა სირაძის გარდაცვალების საქმეში მსჯავრდებული გამომძიებლის გათავისუფლებას.
“მ. ჩოლოიანის საქმე იყო ერთ-ერთი რეზონანსული და პრეცედენტული საქმე, რომელზეც სხვადასხვა ეტაპზე მიღებულ ყველა გადაწყვეტილებას აქვს უდიდესი მნიშვნელობა უპირველესად დაზარალებულის უფლებების დაცვის თვალსაზრისით, ამგვარი კატეგორიის დანაშაულების წინააღმდეგ ბრძოლაში, მათ შორის პრევენციასა და სამართალდამცავთა მიმართ ნდობის ამაღლების პროცესში. დამატებით გვსურს განვაცხადოთ, რომ მ. ჩოლოიანის ვადამდელი გათავისუფლების შესახებ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურისთვის მედიის საშუალებით გახდა ცნობილი”, – აღნიშნავენ უწყებაში.
ჩოლოიანმა პენიტენციური დაწესებულება ვადაზე ადრე დატოვა. როგორც მისმა ადვოკატმა, გაგი მოსიაშვილმა ფორმულას უთხრა, ჩოლოიანი ე.წ. უდოს კომისიის გადაწყვეტილებით გათავისუფლდა. მან საპატიმრო გუშინ დატოვა