“გათამამებული მომეჩვენა ელისაშვილი, რომელიც ივანიშვილის პოლიტიკური კლერკია”- ამის შესახებ, კანონი და სამართალის თავმჯდომარემ, თაკო ჩარკვიანმა ტელეკომპანია “კავკასიის” ეთერში განაცხადა.
“ძალიან გათამმებული მომეჩვენა ალეკო ელისაშვილი, რომელიც პრაქტიკულად პოლიტიკაში არის ბიძინა ივანიშვილის კლერკი, ქართული ოცნების კლერკი. პოლიტიკოსი კი არა კლერკია და ძალიან გათამამებულია მომეჩვენა ეს კლერკი. კლერკს რატო ვეძახი ხვდება ალბათ. ოღონდ ჯერ ლექსიკონში უნდა ჩაიხედოს და ნახოს რას ნიშნავს კლერკი.
ახლა ძალიან რომ თამამობს ეს კლერკი, მინდა ვუპასუხო, კი არ შემოვლენ შენ რომ ცუდად მოიქეცი და გასხლდი დროზე ადრე იმიტომ რომ როგორც კლერკი ისე დაგაინტერესეს და რომ შევარდი (პარლამენტში) იმან განაპირობა 27% იანი 36 მანდატის სამომავლო იღბალი, რადგან რადიკალურად სხვა ვითარება შეიქმნა. იმ პიონერობას პატივცემულო კლერკო თქვენ ვერ მოიხსნით.”- განაცხადა თაკო ჩარკვიანმა.