”რამდენიმე პარტიული ტელევიზია ავრცელებთ კვლავ უტიფრად ჩემი გადადგომის შესახებ ყოვლად დაუსაბუთებელ ინფორმაციას. მე სადღაც მესმის კიდეც თქვენი ჩანაფიქრი რა არის ამ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, არ არის, როგორც ჩანს, ვიღაცისთვის სასიამოვნო საუბარი იმაზე, რომ ეკონომიკის აღდგენა მიდის და ამით გნებავთ, რომ აქცენტი გადაიტანოთ პიროვნებაზე, ეს გასაგებია, რომ აქეთკენ მიმართული ნაბიჯია, მაგრამ არაფერს გამოიღებს და მე მაინტერესებებს ის ტელევიზია, ვინც ამას ასე უტიფრად ავრცელებთ, გათენდება ახალი წელი და კვლავ მოგევლინებით მე ეკონომიკის მინისტრის ამპლუაში, მზად ხართ თუ არა რომ საჯაროდ ბოდიში მომიხადოთ თქვენი კოლეგების თანდასწრებით.”

ასე პასუხობს, ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა თანამდებობის დატოვებასთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვაზე.