“ჩვენ გვქონდა მყისიერი რეაქცია იმ განცხადებაზე, რომელიც გაკეთდა უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან და რეაქცია იყო ძალიან მარტივი. ჩვენ მოვითხოვეთ მათი მხრიდან მტკიცებულებების წარმოდგენა, წყაროს წარმოდგენა, თუმცა არც ერთი და არც მეორე არ გაუკეთებიათ. ამას აქვს მარტივი მიზეზი. საერთოდ ჰაერიდან იყო მოტანილი ის განცხადება, რომელიც მოვისმინეთ და არაფერი არ მომხდარა ისეთი, რაზეც შეიძლებოდა აგებული ყოფილიყო ეს განცხადება. იყო აბსოლუტურად პოლიტიკურად მოტივირებული განცხადება, რომელიც შეიძლება იყო გათვლილი, რომ არის გარკვეული კოორდინაცია, ამაზე ჩვენ ხშირად გვისაუბრია, აქაურ რადიკალურ ოპოზიციასთან.

გათვლილი იყო მარტივ რამეზე, რომ რაღაც შეიძლება პატარა მინიაფეთქება მოჰყოლოდა საზოგადოებაში ამ განცხადებას, თუმცა საზოგადოება ხედავს ყველაფერს და საზოგადოება აფასებს იმას, თუ რა ხდება სინამდვილეში”

განაცხადა ოცნების თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ უკრაინის დაზვერვის განცხადებაზე, რომ საქართველოს ხელისუფლება ხელს უწყობს საქართველოს გავლით რუსეთისთვის კონტრაბანდის მიწოდებას.