“ჩვენ დავინახეთ, რომ ქართული ოცნება საერთოდ მარცხნივ არის, კილომეტრებით დაშორებული არის პოლიტიკისგან. პოლიციელებით, ვითომ კრიმინალებით, ძველი ბიჭებით, რომლებიც არიან ამოფარებული პოლიციელებს და პროკურორებს აი ასე ატარებენ ესენი არჩევნებს, მაგრამ მიუხედავად ყველაფრისა, მიუხედავად მასობრივი ძალადობისა, მიუხედავად მათ მიერ ზიზღის ფრქვევისა, არ ეყოთ, არ ეყოთ და გაიმარჯვა ქართველმა ხალხმა და ძალიან დიდი მადლობა იმისათვის, რომ თქვენ გაბედეთ და წინააღმდეგობა გაუწიეთ ამ მოძალადეებს ხალხო თბილისში, იმიტომ კი არა რომ მე ჩემს თავზე მინდა ახლა საუბარი, არა, უბრალოდ გინდა არ გინდა ვარ ყურადღების ცენტრში, ვინაიდან ვარ მილიონ ნახევრიანი დედაქალაქის კანდიდატი, საერთო ოპოზიციური კანდიდატი და მე მისწორდებიან ფიზიკურად ეს ზონდერები და მე ახლა ძალიან ვაფასებ იმ ადამიანებს, ვინც თითოეული ხმისთვის იბრძვის.
დიდი მადლობა ყველა იმ მოქალაქეს, რომლებმაც არჩევანი გააკეთეს კოალიციის სასარგებლოდ, სიკეთის სასარგებლოდ, ცვლილების, კონკურენციის სასარგებლოდ. მიუხედავად იმისა, რომ შესაძლებელია მაინცდამაინც მზე და მთვარე არ ამოსდიოდეთ იმ პოლიტიკურ პარტიებზე, რომელიც გავერთიანდით. მაგრამ ბავშვიც კი მიხვდა, რომ რეალობა ვერ შეიცვლება ცვლილებების გარეშე.
თქვენ წარმოგიდგენიათ რომ არა კანონიერი ქურდები, ძალადობა, კრიმინალი, პროკურორი, რამხელა სხვაობა იქნება ოპოზიციის სასარგებლოდ? მინდა, მივმართო ყველა ოპოზიციური პარტიის ლიდერს – ახლა შტაბებში ყოფნის დრო არ არის, ახლა უნდა დავიცვათ ხმები მოძალადეებისგან.
შეუძლებელია, დემოკრატიული წესწყობილება და ოლიგარქიული წესწყობილება ერთდროულად თანაცხოვრობდეს ან ერთი გვაქვს ან მეორე. მე დარწმუნებული ვარ, აშშ-ისა და ევროკავშირის ელჩი ხედავდა როგორ ძალადობდნენ, მათ შორის კანდიდატებზე, მათ შორის ჩემზე და როგორი სიმშვიდით ვპასუხობდი. აი, ამ სიმშვიდემ გამოიყვანა მდგომარეობიდან “ქართული ოცნება”
განაცხადა თბილისის მერობის კანდიდატმა ნიკა მელიამ. ტვ იმედის ეგზიტპოლით, არჩევნებში კახა კალაძემ გაიმარჯვა, მთავარი არხის ეგზიტპოლით – ნიკა მელიამ.