სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა, თბილისის პოლიციის დიდუბე-ჩუღურეთის მთავარი სამმართველოს შენობიდან ლ.გ. გადმოხტომის ფაქტზე შუალედური დასკვნა გამოაქვეყნა.ექსპერტიზის დასკვნების მიღებისა და შემხვედრი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების ჩატარების შემდგომ, სისხლის სამართლის საქმეზე შემაჯამებელი გადაწყვეტილების მიღების საკითხი დადგება.
“დაახლოებით 20:50 საათზე, ლ.გ.-მ ითხოვა ნებართვა საპირფარეშოში გასასვლელად. ლ.გ. მშვიდი მოძრაობით დაშორდა მაგიდას, ხოლო რამდენიმე ნაბიჯის გადადგმის შემდეგ, გაიქცა აივნის მიმართულებით და გადახტა აივნიდან. აღნიშნული დასტურდება თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დიდუბე-ჩუღურეთის მთავარი სამმართველოს შენობის შიდა და გარე პერიმეტრზე განთავსებული ვიდეოკამერების ჩანაწერებით, რომლებზც სრულადაა აღბეჭდილი ლ.გ.-ს პოლიციის დაწესებულებაში გადაადგილება. ჩანაწერებში აღბეჭდილი სურათი თანხვედრაშია პოლიციის დაწესებულებაში მყოფი მოწმეების ჩვენებებთან.
აღნიშნული დასტურდება თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დიდუბე-ჩუღურეთის მთავარი სამმართველოს შენობის შიდა და გარე პერიმეტრზე განთავსებული ვიდეოკამერების ჩანაწერებით, რომლებზეც სრულადაა აღბეჭდილი ლ.გ.-ს პოლიციის დაწესებულებაში გადაადგილება. ჩანაწერებში აღბეჭდილი სურათი თანხვედრაშია პოლიციის დაწესებულებაში მყოფი მოწმეების ჩვენებებთან”, – აცხადებენ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში.
მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 342-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით — შსს-ს ცალკეულ თანამშრომელთა მხრიდან განხორციელებული სამსახურებრივი გულგრილობის შესაძლო ფაქტზე მიმდინარეობს, რამაც მძიმე შედეგი გამოიწვია.
ცნობისთვის, შემთხვევა, წერეთლის გამზირზე მდებარე პოლიციის შენობაში, 3 კვირის წინ მოხდა – შემაკავებელი ორდერის გამოსაწერად მიყვანილი პირი, მესამე სართულიდან გადავარდა, ის ამ დრომდე უმძიმეს, მდგომარეობაში კლინიკაში რჩება.