“გაიღვიძა და რეაგირებს ყველაფერზე, რჩება რეანიმაციულ განყოფილებაში, სტაბილურად მძიმე”- 21 წლის ალექსი თირქიას ოჯახი

3 დეკემბერს, გამთენიისას, თბილისში საპროტესტო აქციის დაშლისას დაშავებულ 21 წლის ალექსი თირქიამ გაიღვიძა და ყველაფერზე რეაგირებს. ის კვლავ რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება და სტაბილურად მძიმე მდგომარეობაშია. შესაბამის ინფორმაციას მისი ოჯახი ავრცელებს.

“სასიხარულო ამბავი გვაქვს…ალექსიმ, გაიღვიძა და რეაგირებს ყველაფერზე…რჩება რეანიმაციულ განყოფილებაში, სტაბილურად მძიმე, იგივე რისკებით..თუმცა ,ვიცი რომ ყველაფერი კარგად იქნება,” – წერს ოჯახის ახლობელი.

ალექსი თირქია 3 დეკემბერს, გამთენიისას, თბილისში საპროტესტო აქციის ძალადობრივი დაშლისას დაშავდა.  მას სავარაუდოდ, ე.წ. გაზის კაფსულა მოხვდა.