გაიყვანეთ ჯარები საქართველოდან, უკრაინიდან, მოლდოვადან – მაკფოლის საპასუხო პირობები პუტინს

“გაიყვანეთ ჯარები საქართველოდან, უკრაინიდან, მოლდოვადან “- შეერთებული შტატების ყოფილი ელჩი რუსეთში, მაიკლ მაკფოლი აშშ-სთან და NATO-სთან უსაფრთხოების გარანტიებზე მოლაპარაკებების პროექტის შესახებ კრემლის წამოყენებულ პირობებს გამოეხმაურა და ლადიმირ პუტინს საპასუხო პირობების სია შესთავაზა.

“ახლა, როცა პუტინმა ევროპის უსაფრთხოების ახალი შეთანხმების შესახებ თავისი იდეები გამოაქვეყნა, ნება მომეცით, წარმოვადგინო შეთანხმების პროექტის რამდენიმე დამატებითი მუხლი.

მუხლი 1: რუსეთი თანხმდება მოლდოვადან ძალების გაყვანასა და ამ ევროპული ქვეყნის სრული სუვერენტიტეტის აღდგენას.

მუხლი 2: რუსეთი თანხმდება საქართველოდან ძალების გაყვანაზე, უარს ამბობს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებელ ქვეყნებად აღიარებაზე და აღადგენს საქართველოს სუვერენიტეტს.

მუხლი 3: რუსეთი თანხმდება უკრაინიდან ძალების გაყვანაზე, უბრუნებს ყირიმს უკრაინას, წყვეტს უკრაინაში სეპარატისტული ძალების მხარდაჭერა და აღადგენს ამ ევროპული ქვეყნის სრულ სუვერენიტეტს.

მუხლი 4: რუსეთი თანხმდება ისკანდერის რაკეტების გამოტანაზე კალინინგრადიდან.

მუხლი 5: ორივე, ინდივიდუალური და სახელმწიფო უსაფრთხოების დაცვის მნიშვნელობის აღიარებით, რუსეთი თანხმდება, შეაჩეროს მკვლელობის ოპერაციები ევროპაში მცხოვრები ნებისმიერი ადამიანის წინააღმდეგ, იქნება ეს დიდი ბრიტანეთი, გერმანია, თუ რუსეთი.

მუხლი 6: რუსეთი განამტკიცებს თავის დადებულ პირობებს იმ შეთანხმებებზე, რომელსაც უკვე მოეწერა ხელი, მათ შორის ჰელსინკის საბოლოო აქტზე, პარიზის ქარტიასა და 1994 წლის ბუდაპეშტის მემორანდუმზე.

მეტის დამატებაც შემიძლია, მაგრამ მოლაპარაკებების დასაწყებად ეს საკმარისია.

P.S. ვაცნობიერებ, რომ ამ პროექტის მუხლებს დეტალები აკლია (რადგან ეს ტვიტერია!) და შეიძლება, დაექვემდებაროს სხვადასხვა ინტერპრეტაციას, მაგრამ სწორედ ამისთვისაა მოლაპარაკებები. პუტინმა გამოდო თავისი სურვილების სია. აი, ეს არის ჩემი. ახლა ამ ორ დოკუმენტს შორის მოლაპარაკებები დავიწყოთ”. – წერს მაიკლ მაკფოლი.