“გაიხნას საბაგიროები, ღია კაფეები” – დღეს დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტი სპეციალურ პეტიციას განიხილავს, რომლის ხელმომწერებიც საბაგიროების გახსნას ითხოვენ. პეტიციის ავტორი მთავრობასა და პარლამენტს კიდევ ორი მოთხოვნით მიმართავს, გაიხსნას ღია კაფეები და მუშაობის ნებართვა სასტუმროებსაც მისცენ.პეტიციის ავტორი, ანა ელიაშვილის თქმით, აქამდე მსგავს პეტიციებს ხელისუფლების მხრიდან არანარი რეაგირება არ მოჰყოლია და მისთვისაც გაურკვეველია ამჯერად, რატომ დაინტერესდა დარგობრივო ეკონომიკის კომიტეტი.
“2020-21 წლის ზამთრის სეზონისთვის სრულად გაწეულია ის ხარჯები, რაც საჭიროა კურორტის გახსნისთვის,რ ომ სეზონზე იმუშაოს, შესაბამისად ბიუჯეტიდან უკვე გაწერილია ეს ხარჯები.
იმედი მაქვს, რომ შედეგი დადგება და თებერვლიდან მაინც მოხდება გახსნა”, – ამბობს, ანა ნაცვლიშვილი