ისრაელის თავდაცვის მინისტრ იოავ გალანტი აცხადებს, რომ ისრაელის თავდაცვის ძალებმა [IDF]სამხრეთ ლიბანში ჰეზბოლას მეთაურების ნახევარი მოკლა.
“სამხრეთ ლიბანში ჰეზბოლას მეთაურების ნახევარი განადგურებულია. დარჩენილი ნახევარი კი ან იმალება ან ტოვებს ლიბანს” – თქვა იოავ გალანტმა.
თავდაცვის მინისტრის თქმით, IDF-ის მთავარი მიზანი ჩრდილოეთში არის ის, რომ იძულებით გადაადგილებული ისრაელელი მოსახლეობა თავიანთ სახლებში დაბრუნდეს.