მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა სხდომიდან გდდ-ის თანამშრომლის, ბადრი თათანაშვილის ფოტოს გავრცელების გამო ლომიძე-ზასოხაშვილის პროცესი დახურა.
პროცესზე, საქმის პროკურორმა ანი ხუბეჯაშვილმა მოსამართლეს მიმართა, რომ მიუხედავად სხდომაზე ფოტო- ვიდეოგადაღების შეზღუდვისა, მოწმის ფოტო მაინც გავრცელდა.
მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა პროკურორს ფოტოს ჩვენება სთხოვა. მას შემდეგ, რაც დარწმუნდა, რომ ფოტო დღევანდელი პროცესიდან გავრცელდა, სხდომის დახურვის გადაწყვეტილება მიიღო.