“გამარჯვება აქ გადარჩენა იქნება, სიკვდილი ვერ იქნება გამარჯვება” – ასე ეხმაურება, „გირჩი-მეტი თავისუფლებას“ წევრი ბორის ჩელე ყურუა საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გადაწყვეტილებას, შიმშილობასთან დაკავშირებით.
”მომაკვდავი კაცი რატომ შიმშილობს ვერ ვხვდები. ფეხებზე კიდიათ მისი სიცოცხლე ხომ ხედავს და რაღას იკლავს თავს. გამარჯვება აქ გადარჩენა იქნება, სიკვდილი ვერ იქნება გამარჯვება ” – აცხადებს ბორის ჩელე ყურუა.
ცნობისთვის, დღეს მიხეილ სააკაშვილმა კვლავ შიმშილობა გამოაცხადა. სააკაშვილის ადვოკატის, შალვა ხაჭაპურიძის თქმით, ექსპრეზიდენტმა გადაწყვეტილება სასამართლო პროცესში არჩართვის შემდეგ პროტესტის ნიშნად მიიღო. ხაჭაპურიძემ ასევე გაავრცელა მიხეილ სააკაშვილის წერილი სადაც ნათქვამია, რომ ის მანამ იშიმშილებს, სანამ პროცესზე ჩართვის მყარ გარანტიებს არ მიიღებს.
“დღეს უარი მეთქვა ყველაზე ელემენტარულ უფლებაზე, დავესწრო საკუთარ სასამართლო პროცესს. ეს არის ყველა ქართული და საერთაშორისო ნორმის დარღვევა. ამიტომ, იძულებული ვარ, მივმართო პროტესტის უკიდურეს ფორმას, შიმშილობას. რა თქმა უნდა, ვაცნობიერებ ყველა რისკს ჩემი ამჟამინდელი ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით, მაგრამ ვიშიმშილებ მანამ, სანამ არ მივიღებ მყარ გარანტიებს საკუთარ პროცესზე ვიდეო-ლინკით მაინც ჩართვაზე. ყოველგვარ დაცინვას და დამცირებასაც საზღვარი აქვს”. – ნათქვამია სააკაშვილის წერილში.