დაგვიხატეს სამომავლო საქართველო, სადაც ერთ მუჭა ადამიანებს ექნებათ ყველა უფლება, სხვებს კი რაღა დარჩებათ თუ არა ერთი უფლება – ქვეყნიდან წასვლის უფლება.
არჩევანი იქნება რუსეთის მონობასა და ევროპასთან თანამშრომლობას შორის. რუსეთთან უღირსი კომპრომისებისა და რეალურად სულის გაყიდვის ფასად დამორჩილება, თუ ევროპაში თანასწორუფლებიან ქვეყნად წარდგენა და იქ ჩვენი სახელის, ისტორიის, ნიჭის და შესაძლებლობების გატანა და საქართველოს სათანადოდ წარმოჩენა თავისუფალ და მშვიდობიან სამყაროში. ეს არჩევანი მეორედ არ დაგვიდგება, ჩვენი გადასაწყვეტია დღეს.
თქვა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ბრიფინგზე.