“მაშინ როცა მთელი მსოფლიო დიდი ლუპით აკვირდება რა ხდება უკრაინაში და სახეზეა დასავლეთის უპრეცედენტო მობილიზაცია

როცა იშვიათი, ძალიან იშვიათი შანსია მთელ მსოფლიოს და განსაკუთრებით დასავლეთს ბევრჯერ და აქტიურად შეახსენო, რომ შენი ქვეყნის ტერიტორიის მეხუთედი ოკუპირებულია, და რომ ის, რაც ახლა ხდება უკრაინაში, საქართველოში უკვე მოხდა ერთი-ერთში 2008 წელს

საქართველოს დე-ფაქტო პრემიერი მონაწილეობას იღებს მიუნხენის უსაფრთხეოების საერთაშორისო კონფერენციაში, რომელსაც ესწრებიან დასავლეთის ლიდერები და ხვდება (მთავრობის ოფიციალური ფბ გვერდის მიხედვით):

– GLOBSEC-ის დამფუძნებელსა და პრეზიდენტს რობერტ ვასს;

– ბულგარეთის პრემიერს, კირილ პეტკოვს;

– „Siemens Energy AG”-ის პრეზიდენტს და აღმასრულებელ დირექტორს კრისტიან ბრუხს;

– FTX Crypto Derivatives Exchange-ის დამფუძნებელს და აღმასრულებელ დირექტორ სამ ბანკმან-ფრიდს;

– საუდის არაბეთის სამეფოს პრინც ფეიზალ ბინ ფაჰრან ალ საუდს;

– ისრაელის სახელმწიფოს ვიცე-პრემიერს, თავდაცვის მინისტრ ბენი განცს;

– Jigsaw-Google-ის აღმასრულებელ დირექტორს ჯარედ კოენს;

მეტი არავის

და ბრუნდება სამშობლოში

ზრდილობისთვის გამარჯობასაც აღარ გვეუბნებიან, ისეთი ქვეშაჯვია სირების კატეგორიაში გადავედით”

წერს გირჩი – მეტი თავისუფლების ლიდერი, ზურაბ ჯაფარიძე მიუნხენის უსაფრთხოების კონეფერენციაზე.