ლიეტუვის პრეზიდენტი გიტანას ნაუსედა საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ეწვია. ამის შესახებ ის Facebook–ზე წერს.
ნაუსედა დღეს 10 ივნისს საოკუპაციო ხაზთან ჩავა. ოფიციალურ შეხვედრებს კი ხვალ 11 ივნისს გამართავს.
“გამარჯობა, საქართველო! დღეს იწყება საქართველოში ოფიციალური ვიზიტი. ძირითადი საკითხები – ლიეტუვის მხარდაჭერა საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციისთვის და რეფორმის იმპლემენტაცია, ქვეყნებს შორის თანამშრომლობა. ასევე მეგობრული და კულტურული კავშირები. საქართველო არის ღრმა ისტორიის, უნიკალური ენების, შთამბეჭდავი ბუნების და მდიდარი ტრადიციების ქვეყანა. ხალხს იქ ისევე უყვარს თავისუფლება, როგორც ჩვენ”,– წერს ლიეტუვის პრეზიდენტი.