“გუშინ ვნახეთ ძალადობა მშვიდობიან მოქალაქეებზე, სტუდენტებზე, ახალგაზრდებზე, ქალებზე და სკოლის მოსწავლეებზე. სამაგალითო სადამსჯელო ძალადობა და მისი კვალი ამჯერად ღიად და პირდაპირ მიდის ივანიშვილამდე, რომლის მიზანია მოქალაქეების დაშინება.
ივანიშვილმა მშვიდობიან მომიტინგეებს არალეგიტიმური ძალა დაუპირისპირა. ზოგიერთები გამახსენებთ 20 ივნისს. არ მჭირდება, არც 20 ივნისს დავმალულვარ და ამოვფარებულვარ პოლიციელების ზურგს, ან თანამდებობას, ისე როგორც დღეს ეს პატარა მშიშარა ბიჭები იმალებიან, არც “ბასიანის” მოვლენებისას მიმიტოვებია ახალგაზრდები და პანკისშიც ხალხსა და პოლიციას შორის ვიდექი.
ამიტომ, მივმართავ პოლიციელებს – თქვენ ფიცი ქვეყნის და მოქალაქეების წინაშე გაქვთ დადებული და არა პარტიის წინაშე. ესენი თქვენ ზურგს უკან დაიმალებიან, მომავლის საწინააღმდეგოდ პირისპირ დაგტოვებენ ხალხთან”
ამის შესახებ, ყოფილმა პრემიერმა და პარტია “საქართველოსთვის” ლიდერმა გიორგი გახარიამ განაცხადა, რითიც პოლიციელებს მიმართა.