გამთენიისას თსუ-ს სტუდენტები დააკავეს

დღეს გამთენიისას, თსუ-ს სამი სტუდენტი, აჩი გოჩიტაშვილი, ლუკა ხიზაძე და გიორგი ბარბაქაძე დააკავეს. როგორც ცნობილია, მათ ადმინისტრაციული წესით, წვრილმანი ხულიგნობის და პოლიციის დაუმორჩილებლობას ედავებიან.

დაკავებულებს ადვოკატი გუჯა ავსაჯანიშვილი მოინახულებს.

სტუდენტები თსუ-ს მიმდებარე ტერიტორიაზე საპროტესტო სტენსილის წერისას დააკავეს.