დღეს დილის ოთხი საათისთვის მოსკოვის მერმა მოსკოვზე დრონების შეტევის შესახებ გაავრცელა ინფორმაცია. სობიანინმა ტელეგრამ არხზე დაწერა, რომ მოსკოვის ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის ძალებმა ისტრინსკის რაიონში უკრაინული დრონები გაანადგურეს. მისი თქმით, არავინ და არაფერი დაზიანებულა.
სობიანინის განცხადებამდე რუსულმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ მოსკოვის აეროპორტებმა თვითმფრინავების აფრენა და დაფრენა შეზღუდეს. ამოქმედდა გეგმა ხალიჩა, რომლის დროსაც საჰაერო სივრცე იხურება. შეფერხდა 20 ზე მეტი რეისი, რვა რეისი გაუქმდა.
მალევე რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ დრონების შეტევა მოიგერია. სამინისტროს განცხადებით თვითმფრინავს ტიპის დრონს მოსკოვისა და მოსკოვის ოლქის ტერიტორიებისთვის უნდა შეეტია, თუმცა ის საჰაერო თავდაცვამ გაანადგურა.
მოსკოვის აეროპორტებმა გამთენიისას მუშაობა განაახლეს.