არ ვიცი, რითი დასრულდება მოლაპარაკება, თალაკვაძე ერთს ლაპარაკობს, კობახიძე მეორეს – ჯაფარიძე

გირჩი – მეტი თავისუფლების ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე აცხადებს, რომ არ იცის, როგორ დამთავრდება მოლაპარაკებები, რადგან ქართული ოცნების ლიდერები სხვადასხვა რამეს ლაპარაკობენ.

“ის, რომ დანიელსონი რჩება და განაცხადა, რომ სანამ საჭირო იქნება მანამდე აქ დავრჩებიო, ისევე, როგორც ის, რომ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა ღარიბაშვილთან შეხვედრა გადმოწია და ამდენი დრო დაუთმო, რამდენიმე საათი, ეს მიანიშნებს იმაზე, რომ ევროკავშირი სერიოზულად დაინტერესებულია, რომ ქვეყანაშ ეს პოლიტიკური კრიზისი განიმუხტოს.

სამწუხაროდ, მათ უკეთესად ესმით მნიშვნელობა ამ პოლიტიკური კრიზისის განმუხტვის, ვიდრე, ჩვენს ხელისუფლებას. რითი შეიძლება დასრულდეს ეს ყველაფერი არ ვიცი, გამიჭირდება პროგნოზის გაკეთება, სწორედ იმის გამო, რომ თალაკვაძე ერთს ლაპარაკობს, კობახიძე მეორეს”,-ამბობს ჯაფარიძე.