“გამოართვით ყველაფერი, 200 ლარი, კიტრი და პომიდორი, რაზვადნოი კლუჩი და ხმა არ მისცეთ”,- ასე ეხმიანება ევროპული საქართველოს წევრი გიგი თარგამაძე მთავრობის მიერ სოციალური დახმარებების დაანონსებას.
თარგამაძე მოქალაქეებს ღირსეული ყოფის აღდგენისკენ მოუწოდებს.
“გამოართვით! გამოართვით ყველაფერი. 200 ლარი, კიტრი და პომიდორი, რაზვადნოი კლუჩი, ნარმანია, ლურსმნები, პოლის ჯოხი, მერე ხალხის მოსაგროვებლად 50 ლარი, ბოლო საათებში ზედ 20 ლარი, ხმა არ მისცეთ, დაიბრუნეთ ქვეყანა, აღადგინეთ ღირსეული ყოფა და მიიღეთ ის, რაც თქვენია და რის მეათასედებსაც ასე წყალობად გიგდებენ”, – წერს გივი თარგამაძე Facebook-ზე.
მთავრობა 17 წლის ჩათვლით ყველა ბავშვს 200 ლარით ერთჯერადად დაეხმარება.
გარდა ამისა, ერთჯერად 300-ლარიან დახმარებას მიიღებს ის 80 ათასი თვითდასაქმებული, რომლემაც დახმარების მისაღებად დოკუმენტები ვერ წარადგინა.
მისი თქმით, მთავრობა განაგრძობს კომუნალური გადასახადების სუბსიდირებას და ნოემბრიდან თებერვლის ჩათვლით, თვეში 200 კილოვატ-საათი ელექტროენერგიისა და 200 კუბური მეტრი გაზის საფასურს თავად დაფარავს.