“მე მსურს მივმართო ბიძინა ივანიშვილს თქვენი ეთერის საშუალებით და მსურს მოვახსენო, რომ იმისთვის, რომ გაჩვენოთ, ყველაფერი რაც ვთქვი რუსულ კავშირებთან დაკავშირებით. ბიძინა ივანიშვილს მარტივად შეუძლია მხოლოდ და მხოლოდ ორი რამის გაკეთება. პირველი, მან პარლამენტს უნდა მისცეს უფლება, გამოაცხადონ რუსეთი, როგორც ტერორისტი სახელმწიფო და გააჟღერონ ეს მსოფლიო ასპარეზზე. მსურს მოგახსენოთ, რომ ევროკომისიამ, NATO-მ, ესტონეთმა, ლატვიამ, ლიეტუვამ, პოლონეთმა, ჩეხეთმა, მათ ეს უკვე გააკეთეს და ასევე ევროპარლამენტმა განაცხადა, რომ საქართველოს სურს, ევროკავშირის ქვეყანა გახდეს და მეც მსურს, საქართველო ვიხილო ევროკავშირის წევრ ქვეყნად, მაგრამ იმ შემთხვევაში, თუ თქვენ ეს გსურთ, იგივე პოზიცია უნდა დაიკავოთ, რაც ევროპას აქვს.
აჩვენეთ პარლამენტს, რომ თქვენ ამ მხარეს დგახართ. ხვალ მიიღეთ გადაწყვეტილება და გამოაცხადეთ რუსეთი ტერორისტულ სახელმწიფოდ, გააკეთეთ ეს ღიად და გეტყვით მადლობას და რა თქმა უნდა, დავინახავ, რომ სწორ მხარეს დგახართ. მიეცით უკრაინას შეიარაღება, როგორც ჩვენ მოვიქეცით 2008 წელს. ჩვენ არ ვთხოვთ საქართველოს, რომ საომარ მოქმედებებში ჩაერთოს. საქართველო წყვეტს ამას, მაგრამ 2008 წელს, როდესაც საქართველოს დაესხნენ თავს, უკრაინა დაეხმარა საქართველოს იარაღით. თუ ბევრი არ გაქვთ, ერთი იარაღი მაინც მოგვეცით იმისთვის, რომ გვაჩვენოთ ოფიციალურად, რომ სწორ მხარეს დგახართ. დღეს, 9 თვე გავიდა ომის დაწყებიდან და გაუგებარია, საქართველო რომელ მხარეს დგას. ქართველი ხალხი უკრაინელ ხალხთანაა, მაგრამ მთავრობა არა. სწორედ ამიტომ, ეს იყო განხილვის საგანი დღეს და ეს მინდა მოვახსენო ბიძინა ივანიშვილს და მას შეუძლია გვაჩვენოს ჩვენ, რომ საქართველო გახლავთ ჩვენს მხარეს. საქართველო ტყვეობაში გახლავთ ოლიგარქის – ეს მხოლოდ და მხოლოდ სიტყვები არ არის“
ასე მიმართავს უკრაინის რადას დეპუტატი ოლექსი გონჩარენკო ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილს.