“გამოექანენ, შეასკდნენ კედელს და არიან დარეტიანებულები”- ასე აფასებს, პარტია “მოქალაქეების” თავმჯდომარე, ალეკო ელისაშვილი პოლიტიკური საქმეების განახლებას და და შემდეგ სასამართლოების გაურკვეველი ვადით გადადებას.
“ეს ახასიათებს ქართულ ოცნებას. გამოექანებიან, შუბლით შეასკდებიან კედელს, მერე დარეტიანებულები დაეცემიან ხოლმე ძირს. ეს იყო და ეს, მეტი არაფერი. გამოექანენ, დანიშნეს ეს სხდომები, შეასკდნენ თავით კედელს და არიან დარეტიანებულები და სასაცილო მდგომარეობაში” ამბობს ალეკო ელისაშვილი.